კომპანიის შესახებ

დემაქს ჯგუფის“ შესახებ

„დემაქს ჯგუფი“ ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში. ის უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა და სამშენებლო პროექტების ხარისხის დამსახურებით, მოკლე დროში დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი. პროფესიონალი დეველოპერების, არქიტექტორების, დიზაინერებისა და მენეჯერების ერთიანი ძალისხმევით, „დემაქს ჯგუფმა“ ქართულ სამშენებლო ბაზარზე ხარისხის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, რითაც ინდუსტრიის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. კომპანიამ თავიდანვე მიზნად დაისახა მობინადრეებისთვის მშვიდი და კომფორტული გარემო შეექმნა. „დემაქს ჯგუფის“ პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, საცხოვრებელი კომპლექსები აშენდა თბილისის როგორც ცენტრალურ ნაწილში, ასევე, გარეუბნებში.

„დემაქს ჯგუფის“ პროექტები 

ყოველ პროექტს მისთვის დამახასიათებელი ხელწერა გამოარჩევს.
ამ დროისათვის, კომპანია ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირიდან 250 მეტრში, ყიფშიძის N22-ში, პრემიუმ-კლასის საცხოვრებელ კომპლექსს Demax Vake-ს აშენებს. ასევე, მიმდინარე პროექტია Demax Saburtalo, რომელიც ანა პოლიტკოვსკაიას N2ბ-ში შენდება.
პროექტირებისას, „დემაქს ჯგუფი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მაცხოვრებლების საჭიროებებს. არქიტექტურული გადაწყვეტა მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ასევე, დასასვენებელ და სარეკრეაციო სივრცეებს, რაც ქალაქის ცენტრში მშვიდი და კომფორტული ცხოვრების წინაპირობაა.

ყველა კორპუსში მოსახერხებელი მიწისქვეშა ავტოსადგომია გათვალისწინებული. დაგეგმარებისას, კორპუსების პირველი სართული მოსახლეობისთვის საჭირო ობიექტებისთვისაა გათვალისწინებული.

 
პარტნიორები

უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე „დემაქს ჯგუფის“ წარმატება მისი ძლიერი და საიმედო პარტნიორების დამსახურებაცაა.
წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან, პროდუქტისა და სერვისის მომწოდებლებთან, დეველოპერებთან და სხვა კონტაქტორებთან თანამშრომლობამ „დემაქს ჯგუფს“ მობინადრეებისთვის გამორჩეული სამშენებლო ხარისხისა და სერვისების შეთავაზების შესაძლებლობა მისცა.
სრულად
ყველა აქცია

გამოიწერე სიახლეები პროექტების შესახებ!