New Point დიღომი
754
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-754,stockholm-core-1.0.1,select-child-theme-ver-1.0.0,select-theme-ver-5.0.2,ajax_fade,page_not_loaded,side_area_over_content,wpb-js-composer js-comp-ver-5.7,vc_responsive

New Point დიღომი

New Point დიღომი

შენობა არის ორ ბლოკიანი, დამოუკიდებელი საძირკველბით. ერთი ბლოკი არის 10 სართული მეორე 12 სართული. შენობაში გათვალისწინებულია მიწის ქვეშა ავტოპარკინგი, მიწის პირას კომერციული ფართი, ხოლო ზედა სართულები დაეთმაობათ საოფისე და საცხოვრებელ ფართებს. ამასთან განვამრტავთ რომ საცხოვრებელი ფართის ოდენობა არ აღემატება 25%-ს კ2 საანგარიშო კოეფიციენტის საერთო ფართს. საპროექტო კომპლექსი განხორციელდა საავტომობილო გზის გაყოლებით, აქედან გამომდინარე მისი გზის პირა ფასადი არქიტექტურული თვალსაზრისით უფრო მეტად არის დახვეწილი, მასზე განთავსებულია აივნები და ვიტრაჟები, რაც დამახასიათებელია ქალაქის არქიტექტურისთვის. აივნები ისეა განთავსებული რომ შენობის ყველა სართული გზის პირა ფასადის მხრიდან ინდივიდუალურია და არ ტოვებს ერთგვაროვან ტრაფარეტულ იერს. ფასადის დასამუშავებლად გმოყენებულია ცემენტის ხსანრით შელესვა და მისი დაბრიზგვა თეთრ ტონში, ნაწილი კი დამუშავდება მოყავისფრო დეკორატიული ლესვით, აივნის მოაჯირები მოეწყობილია ლითონის მილ კვადრატის პროფილებისაგან. შენობის ბოლო სართულები დასრულდება პენთაუზის ტიპის საცხოვრებლი ფართით, რომელსაც გარშემო ექნება ტერასები. გადახურვა მოეწყობა წყალსაიზოლაციო რუბეროიდის ფენით. წყალშემკვრელი მილები განთავსებულია შენობის პერიმეტრის შიგნით, რაც განაპირობებს იმას რომ მილები გარე ფასადის მხრიდან არ ჩანს . ტერიტორიის გარკვეული ნაწილი კი დაეთმობა გამწვანებას.

ფასი: შავი კარკასი – 550$. თეთრი კარკასი – 600$. სრული რემონტით – 700$.

 

დამატებით: 0322051351

უბანი

დიღომი