ნახვა: 974

ID 370

ბათუმი ვილლას ბათუმში

ბათუმი ვილლას ბათუმში

ბათუმი, ბათუმი, ანწუხელიძის 30

1m2 ფასი

1650- დან

a
$
ჩაბარება
დასრულებული
ფართები
176.84 - 176.84 m2
ბინების რ-ობა
19
კორპუსები
1
სართულიანობა
-1 - 3
579 32 50 **
579 32 50 00
ნომრის ჩვენება

ზარის მოთხოვნა

ფილტრი

ბინები და გეგმარება

5 ოთახიანი 176.84 m2

1, 2 სართული

292000 a - დან

1m2 1650 a - დან

$

კომპლექსის შესახებ

კომპლექსის პარამეტრები

ყველა პარამეტრის ჩვენება

ბინების რ-ობა

19

კორპუსის რ-ობა

1

ფართი

176.84 - 176.84 m2

ჭერის სიმაღლე

3 მ

სართულიანობა

-1 - 3

კონსტრუქცია

მონოლითი

პარკინგი

50

დაცვა

24/7,ვიდეო კონტროლი

ოთახები

5

ჩაბარების კონდიცია

თეთრი კარკასი,მწვანე კარკასი,გარემონტებული

ინფრასტრუქტურა

აუზი

ღია

შლაგბაუმი

დახურული ტერიტორია

კონსიერჟი

კონსიერჟი

ეზო

სკვერი

აღწერილობა

საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმი ვილლა ფუნდამენტურად განსხვავდება ბათუმის ტერიტორიაზე განხორციელებული უძრავი ქონების უმეტესი პროექტებისაგან. ახალი კომპლექსი გთავაზობთ 10 კოტეჯს, რომელიც განკუთვნილია 1-2 მფლობელი - ბინადარზე და მოჰყვება საკუთარი ბაღი სახლის უკანა ზონაში. ქონება ეკუთვნის პრემიუმ კლასის კატეგორიას.

ადგილმდებარეობა:

კომპლექსი განლაგებულია სულ რაღაც 300 მეტრში სანაპიროდან და აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარედ. ბათუმის ეს ნაწილი ცოტათი დაშორებულია კურორტული ზონის ეპიცენტრიდან, ამაშია სწორედ ადგილმდებარეობის მთავარი უპირატესობა.

რა არის გარშემო:

კომპლექსის ტერიტორიიდან უახლოეს დიდი სავაჭრო ცენტრამდე Metro City 1 კმ-ზე ნაკლებია, ასევე უახლოეს რადიუსშია განლაგებული რამდენიმე კაფე და რესტორანი, ლეხ და მარია კაჩინსკის სახელობის პარკი.

ტრანსპორტი:

ერთ-ერთი უპირატესობა აეროპორტის სიახლოვეა, რომელიც დაახლოებით 2 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ავტობუსების სადგური და საზღვაო პორტი დაახლოებით 5 კმ-ითაა დაშორებული, რკინიგზის სადგურამდე მანძილი ცოტა მეტია. თუმცა, ამ ობიექტებამდე არც მანქანით, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა არ გაჭირდება. ავტობუსების გაჩერება ლეხ და მარია კაჩინსკის ქუჩაზეა განლაგებული. აქ გადის მარშრუტები 10 და 10 ა, 15 წუთის ინტერვალით.

პროექტის მახასიათებლები:

საცხოვრებელი ვილების ბათუმი ვილლა მშენებლობისთვის, დეველოპერმა კლასიკური ევროპული სტილი ამჯობინა. შენობების ნათელი ფასადები, მომხიბლავი აივნები მოვარაყებული რკინის მოაჯირებით და მათ ფონზე თვალშისაცემი მუქი ფერის პანორამული ფანჯრებისა და კარების მინაპაკეტით, სასიამოვნოდ ხიბლავს თვალს.

მიმდებარე ტერიტორია დახურული და დაცულია, აღჭურვილია დაშვების კონტროლის სისტემებით. მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი და უსაფრთხოების დაცვა კერძო სააგენტოს მიერ. მანქანების სავალი გზის ნაწილი და ტროტუარები მოკირწყლულია, მოსაპირკეთებელი ქვებით. შესასვლელში კი სტუმრებსა და მფლობელ-მობინადრეებს ხვდებათ დეკორატიული შადრევანი.

ვილები:

მთლიანობაში, კომპლექსის ტერიტორიაზე დაგეგმილია 9 ვილა, თოთოეული ორი ოჯახისთვის იქნება განკუთვნილი. სახლები სამსართულიანია, მათ შორის პირველი სართული არ არის საცხოვრებლად გათვალისწინებული. ბინების ფართობი 138-დან 142 კვ.მ.-დეა. თითოეული ვილის ეზოში დაგეგმილია პატარა მწვანე ზონა და მის უკან პირადი სარგებლობის ბაღი. ავტოსადგომები აღჭურვილია სათანადოდ, თვით კოტეჯის ქვედა დონეზე. ასევე, პარკირების დამატებითი სივრცე გამოყოფილია კომპლექსის მთელ პერიმეტრზე.

შემოთავაზებული საცხოვრისის ერთ-ერთ თავისებურებად შეიძლება მიჩნეულ იქნას ის, რომ თითოეული სახლის სახურავზე მდებარეობს 41 კვ.მ. ტერასა. ზღვის სანაპიროსთან სიახლოვის გათვალისწინებით, ეს სივრცე იქნება იდეალური ადგილი დასვენებისთვის და მზის აბაზანების მისაღებად.

საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის შეძენა შესაძლებელია, როგორც ბინადრობისთვის ასევე საინვესტიციო მიზნებისთვის. მეორე ვარიანტის არჩევისას, საცხოვრებელი ფართი გადაეცემა სპეციალიზირებულ კომპანიას, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მის მდგომარეობას და უზრუნველყოფს საცხოვრებლის უწყვეტ გაქირავებას.

დეველოპერი:

ბათუმი ვილლა პროექტს აწარმოებს სამშენებლო კომპანია "ბათუმი ვილლა", რომელიც მყიდველებს სთავაზობს ფართების შეძენის სხვადასხვა პირობებს, ისინი შეძლებენ უძრავი ქონების შეძენას სხვადასხვა ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში. შეგიძლიათ გაიგოთ უფრო მეტი, განვადების პირობებზე, მიიღოთ მეტი ინფორმაცია ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ, დეველოპერის ოფიციალურ ვებგვერდზე ან მისი გაყიდვების განყოფილებაში.

რუკა და ახლოს მდებარე მნიშვნელოვანი ობიექტები

ახლოს მდებარე მნიშვნელოვანი ობიექტები

დეტალური ინფორმაცია

გამოიწერე სიახლეები პროექტების შესახებ!