კომპანიის შესახებ

ალიზი დეველოპმენტი 2019 წელს დაარსდა. უძრავი ქონების დეველოპმენტის საქმეში ჩაბმა ჩვენთვის დიდ სოციალურ და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მიზანი თითოეული მომხმარებლისთვის უახლესი არქიტექტურული სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ბედნიერი გარემოს შექმნაა, რომელშიც თითოეული ბინადარი თავს ნამდვილად შინ, - დაცულად და კომფორტულად იგრძნობს.

ურბანული განვითარება და საკურორტო ზონები

ალიზი დეველპომენტის სამშენებლო არეალი საქართველოს სხვადასხვა მნიშვნელოვან დასახლებას მოიცავს - საკურორტო ზონებიდან, ქვეყნის ძირითად ქალაქებამდე.


ჩვენ ვქმნით

საცხოვრებელ და კომერციულ უძრავ ქონებას საქართველოს დიდ ქალაქებში.

აპარტოტელებს საკურორტო ზონებში, რომელთა მოვლასა და მართვასაც კომპანია ალიზი უზრუნველყოფს.


გარემოზე ზრუნვა და ენერგოეფექტური ნაგებობები

კომპანია სრული პასუხისმგებლობით იაზრებს თითოეული ჩვენთაგანის როლს გარემოს დაცვის საკითხებში. ამიტომ, ჩვენი მიზანია შევამციროთ გარემოზე მავნე ზემოქმედება გრძელვადიან პერიოდში მშენებლობაში, ინოვაციური ტექნოლოგიების, ჭკვიანი მოწყობილობებისა და მაღალხარისხიანი დათბუნების მასალების გამოყენებით.


მიმდინარე და დასრულებული პროექტები

კომპანიამ ამ დროისთვის წარმატებით დაასრულა ერთი მრავალბინიანი საცხოვრებლი კორპუსის მშენებლობა თბილისში.


ჩვენი მიმდინარე პროექტებია

თბილისში: ალიზი მუხიანი - საცხოვრებელი სახლი, 127 ბინით. სამშენებლო პროექტის უპირატესობებია: ოპტიმალური დაგეგმარება, ხარისხიანი მშენებლობა, ენერგოეფექტურობა და ხელმისაწვდომობა.

გუდაურში: ალიზი გუდაური 2 ბლოკისაგან შემდგარი მყუდრო კომპლექსია, 30 გარემონტებული და სრულად მოწყობილი სასტუმროს ტიპის აპარტამენტით.

სრულად

კომპანიის პროექტები

ყველა აქცია

გამოიწერე სიახლეები პროექტების შესახებ!