კომპანიის შესახებ

სამშენებლო სექტორში 30-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ გადავწყვიტეთ ახალი მიმართულებით დაგვეწყო განვითარება. „ანაგი დეველოპმენტის“ სახელით განსხვავებული კონცეფციით ვიწყებთ მუშაობას დეველოპმენტის სფეროში - გვაქვს ამბიცია, შევცვალოთ ადამიანების წარმოდგენა სახლზე.

„ანაგის“ მიერ აშენებულ პროექტებს თბილისის თითქმის ყველა უბანში შეხვდებით, ათწლეულების გამოცდილება  გვაძლევს გამბედაობას გითხრათ: ჩვენ ვიცით, როგორი უნდა იყოს იდეალური სახლი.

დეველოპმენტის სფეროში „ანაგი დეველოპმენტის“ გამოჩენა „ანაგის“ ნაყოფიერი შრომის ლოგიკური გაგრძელებაა. ჩვენი მიზანია,  შევქმნათ საუკეთესო საცხოვრებელი გარემო, ვთქვათ ახალი სიტყვა დეველოპმენტში - თავი დაგამახსოვროთ პროექტების მაღალი ხარისხითა და გამორჩეული კონცეფციით.

ჩვენი მისიაა, შევცვალოთ ადამიანების წარმოდგენა სახლზე. ჩვენ ვქმნით ახალ გამოცდილებას - საცხოვრებელ გარემოს, რომელიც აერთიანებს სარეკრეაციო სივრცეს, ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას და უსაფთხოების უმაღლეს სტანდარტებს. „ანაგი დეველოპმენტის“ პრიორიტეტი არ არის რაოდენობა და მასშტაბი. კომპანიის მიზანია თქვას ახალი სიტყვა დეველოპმენტში პროექტების ხარისხით და გამორჩეული კონცეფციით.

სრულად

კომპანიის პროექტები

ყველა აქცია

გამოიწერე სიახლეები პროექტების შესახებ!