კომპანიის შესახებ

არქი ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2006 წელს დაარსდა. კომპანია თავდაპირველად საინვესტიციო საქმიანობით იყო დაკავებული, 2008 წლის სექტემბრიდან კი დეველოპერული მიმართულებით განვითარებას შეუდგა. დღესდღეობით, არქი თბილისის მასშტაბით 22 დასრულებულ და 18 მიმდინარე მშენებლობას ითვლის, ასევე აქვს 1 დასრულებული პროექტი ბათუმშიც. ჩვენი ბინები მომხმარებლის გემოვნებასა და მოთხოვნებზე მაქსიმალურადაა მორგებული.


არქის საცხოვრებელი კორპუსები თბილისის ყველა უბანში მდებარეობს. ბინები შენდება საუკეთესო ხარისხის სამშენებლო მასალებით, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური თვისებებით გამოირჩევა. მშენებლობის მიმდინარეობა პერმანენტულად კონტროლდება. კომპანია ხარისხიან მშენებლობასთან ერთად გარემოს ზრუნვაზეც არის ორიენტირებული. ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა რეკრეაციული ზონების არსებობაა, რომელიც არქის ყველა პროექტისთვის არის მოწყობილი. კომპანია მაცხოვრებლებს დამატებითი კომფორტის შესაქმნელად სპორტულ მოედნებსა და გამწვანებულ ეზო-პარკებს სთავაზობს. არქელების დახმარებით კი ჩვენ მშენებლობის ყოველ 10 კვ.მ-ზე ერთ ხეს ვრგავთ.


არქის ყველა პროექტი დაგეგმილ ვადებში ბარდება. გადახდის პირობები თითოეულ მომავალ მობინადრეზეა მორგებული. ჩვენ ვქმნით ევროპული სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურას და ვზრუნავთ არქელებზე მშენებლობის დასრულების შემდეგაც კი.

სრულად
ყველა აქცია

გამოიწერე სიახლეები პროექტების შესახებ!