კომპანიის შესახებ

“BP Group” საქმიანობას 2015 წლიდან        ეწევა.  კომპანიის უმთავრესი  მიმართულებაა სამშენებლო -  დეველოპერული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.  



კომპანიის ყველა სამშენებლო პროექტი სრულად დაფინანსებულია,  რაც იძლევა იმის აბსულუტურ   გარანტიას, რომ ყველა პროექტი დაგეგმილი  ვადის ფარგლებში განხორციელდება. 


კომპანია  მომხმარებელს სთავაზობს     მაღალი ხარისხის უძრავი ქონებას, ხელმისაწვდომი და გონივრული ფასებით.   ამასთან, მრავალწლიანი   წარმატება და მოქალაქეთა ნდობა, რომელიც  კომპანიამ   2015  წლიდან დღემდე მოიპოვა,   გამოჩენილი მენეჯმენტის მიერ გამოჩენილი   ძალისხმევის,      ღია ფინანსური პოლიტიკისა და მოთხოვნათა  სწორი ანალიზის შედეგია. კომპანიის მიერ შექმნილი პროექტები პასუხობენ სამშენებლო  დარგში მიღებულ     ყველა  საუკეთესო  სტანდარტს. ამასთან,  თითოეული არსებული პროექტის   ვიზუალი  იდეალურად ერწყმის თბილისის იერსახეს და განაშენიანების გეგმას.   


აღსანიშნავია, რომ თითოეული პროექტი ორიენტირებულია იმისკენ, რომ ადამიანების ყოველდღიური  ცხოვრება გახდეს უკეთესი და მეტად მარტივი.  კომპანიის  გუნდს აქვს ინდივიდუალური მიდგომა  თითოეული  მომხმარებლის მიმართ, რათა  განხორციელდეს   დასახული მიზანი  -   უზრუნველყოფილი იყოს თითოეული   მაცხოვრებლის     სიმშვიდე  და კომფორტი.



შესაბამისად, დასახული მიზნების მისაღწევად,      კომპანიის მიერ შექმნილი  პროექტები,       სხვა უპირატესობებთან ერთად,  გამოირჩევა შემდეგი    ინდივიდუალური მახასიათებლებით: 


სამშენებლო მასალების საუკეთესო ხარისხი. 

უძრავი ერთეულების   კომფორტული   გეგმარება. 

საუკეთესო ხედები. 

საცხოვრებელი და საზაფხულო ფართების ზომიერი თანაფარდობა. 

თითოეული  პროექტის დადგენილ ვადაში შესრულების გარანტია. 


 

ხაზგასასმელია, რომ     კომპანიის  ყოველდღიურ აქტივობაში სოციალურ პასუხისმგებლობას დიდი ადგილი დაეკისრება.    კერძოდ, პრიორიტეტის სახით განისაზღვრება    გარემოს დაცვა,   განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებზე  ზრუნვა და რიგი აქტივობების განხორციელების გზით,  ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.  


ამასთან,    კომპანიას გააჩნია   რესურსები და შესაძლებლობები, რათა უზრუნველყოფილი იქნას    არა მხოლოდ  კაპიტალის შექმნა და მისი რეალიზაცია,      არამედ მოხდეს   ინფრასტრუქტურის შემდგომი მართვა, კომპლექსის მაცხოვრებელთა       ცხოვრების სტანდარტის  გაუმჯობესების მიზნით.   შესაბამისად, კომპანიაში ქონების შეძენა წარმოადგენს  არა  ურთიერთობის დასასრულს, არამედ დასაწყისს, რომელიც არსებობის განმავლობაში, ორიენტირებული იქნება  თითოეული ადამიანის ცხოვრების გამარტივებაზე. 


სრულად

კომპანიის პროექტები

ბაღდადის ქუჩა 9

თბილისი, ბაღდადის 9

ფასი ზუსტდება

დასრულებული
ყველა აქცია

გამოიწერე სიახლეები პროექტების შესახებ!