კომპანიის შესახებ

“Gudauri Hills” არის მრავალფუნქციური აპარტ-ჰოტელი გუდაურში, რომლითაც მომხმარებელს სთავაზობს სასტუმროს ტიპის ნომრებს მაღალი ხარისხის რემონტით, მოპირკეთებულს ევროპული მასალებით და მოწყობილს თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. 

პროექტი წარმოადგენს ორ დამოუკიდებელ შენობას: Gudauri Hills Residence და Gudauri Hills Apart Hotel (5 და 3 სართულიან აპარტ-ჰოტელებს). სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2018 წლის მაისში და ამ დრომდე უკვე ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია, რაც თავდაუზოგავი და შეუჩერებელი შრომის შედეგია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პროექტი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხითა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით.

ამ ეტაპისთვის ორივე შენობა უკვე დასრულებულია. Gudauri Hills Apart Hotel მშენებლობა 2019 წელს დასრულდა და თავისი პირველი ზამთრის სეზონიც გახსნილად გამოაცხადა, პირველი სტუმარი კი 2019 წლის 10 დეკემბერს მიიღო. Gudauri Hills Residence მშენებლობა დასრულდა 2020 წლის აგვისტოში და ახლა ემზადება პირველი სტუმრების მისაღებად ზამთრის სეზონზე.

სრულად

კომპანიის პროექტები

ყველა აქცია

გამოიწერე სიახლეები პროექტების შესახებ!