კომპანიის შესახებ

  სამშენებლო კომპანია Idea Development- 2015 წლიდან ქმნის გამორჩეულ საცხოვრებელ და საოფისე სივრცეებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. კომპანიის მიმდინარე პროექტი -TIFLISI, წარმოადგენს ახალ დასახლებას ლისის ტბიდან 2 კმ-ში. აქ იქმნება უსაფრთხო, მშვიდი და მყუდრო გარემო, სადაც თითოეულ ბინადარს შესაძლებლობა აქვს, იცხოვროს ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის დაშორებით და ამავდროულად დატკბეს ჯანსაღი ეკოსისტემით. იდეა დეველოპმენტის მთავარი პრიორიტეტი TIFLISI- მომავალი ბინადრების კომფორტი და ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოს შექმნაა, სწორედ ამიტომ პროექტზე სამუშაოდ შერჩეული მაღალკვალიფიციური არქიტექტორების გუნდის და უმაღლესი ხარისხის სერთიფიცირებული სამშენებლო მასალების პარალელურად, კომპანია ზრუნავს მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებასა და კეთილმოწყობაზე. TIFLISIS მეორე ფაზის მშენებლობა 2021 წლის მაისში დაიწყო და 2023 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. აღსანიშნავია, რომ მოცემული პერიოდის განმავლობაში სახლები, პროექტის პირველი ეტაპის მსგავსად, ახალ მობინადრეებს ეტაპობრივად ჩაბარდება. მეორე ფაზა, პირველი ფაზიდან დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით მდებარეობს. მიმდინარე მშენებლობის საპროექტო ტერიტორია 71002--ია, სადაც ერთიანდება 20 კერძო სახლი, ინდივიდუალური, კეთილმოწყობილი ეზოთი და ტერასით.

 

სრულად

კომპანიის პროექტები

ყველა აქცია

გამოიწერე სიახლეები პროექტების შესახებ!