კომპანიის შესახებ


კომპანია  “ინო დეველოპმენტი” საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე შემოვიდა შვეიცარულ პარტნიორ კომპანია „ქოსთგელდი“–სთან ერთად. „ქოსთგელდის“ ისტორია ითვლის ნახევარ საუკუნეზე მეტს. თავის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში „ქოსთგელდმა“ დააგროვა გამოცდილება უძრავი ქონების, შენობების რესტავრაციის სფეროში და ცნობილია თავისი მაღალი კლასის სტნდარტების შესაბამისად შესრულებული სამუშაოებით სამთავრობო შენობებზე, რკინიგზის სადგურებზე, კერძო სახლებზე, ეკლესიებსა და მონასტრებზე. კომპანიის დამფუძნებელს  ბ–ნ რალფ ქოსთგელდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება არამხოლოდ უძრავ ქონების სფეროში;  მისი საქმიანი გამოცდილების გრძელ ჩამონათვალში შედის ბრენდის შექმნის გლობალური ხელმძღვანელის გამოცდილება. ერთერთი ასეთია მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული ბრენდი– IWC Schaffhausen. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია „ინო დეველოპმენტი გამოირჩევა ფინანსური დამოუკიდებლობით. კომპანიის ყველა სამშენებლო პროექტის ბიუჯეტი სრულად დაფინანსებულია პროექტის საწყის ეტაპზევე, რაც პირდაპირ აისახება მიმდინარე პროექტების მოსრულების ვადებზე, ხარისხსა და სანდოობაზე. კომპანია „ინო დეველოპმენტის“ მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ნერგავს მშენებლობის მაღალ სტანდარტს, მშენებლობაში იყენებს ინოვაციურ და თანამედროვე მიდგომებს ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ასევე კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე , მშენებლობაზე გამოიყენება მხოლოდ ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა.

სრულად

კომპანიის პროექტები

ყველა აქცია

გამოიწერე სიახლეები პროექტების შესახებ!