კომპანიის შესახებ

კომპანიის შესახებ

კომპანია m²-ის აქციების 100%-იანი წილის მფლობელი არის საინვესტიციო კომპანია "საქართველოს კაპიტალი". კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით.


კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია:

• უძრავი ქონების განვითარება;

• ქონების (საკუთრების) მართვა. 

• სასტუმროების ქსელის განვითარება და მართვა;

• მშენებლობის მენეჯმენტი.


2017 წლიდან კომპანია m²-ის საქმიანობას სამშენებლო მენეჯმენტის მიმართულება დაემატა.

სამშენებლო კომპანია "ბიქეი კონსთრაქშენი" (რებრენდინგამდე ბკ კაპიტალი) სამშენებლო ბაზარზე 1993 წლიდან მოღვაწეობს. მას მშენებლობის 26-წლიანი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსებისა და სასტუმროების მშენებლობის მიმართულებით.

„m² დეველოპმენტი“ ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ათ წელზე მეტია, ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების ახალ სტანდარტებს ქმნის, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს.

2019 წელს, m²-მა სრულიად ახალი, ინოვაციური ტიპის უბნის, "m³ საბურთალოს" მშენებლობა დაიწყო. საცხოვრებელი უბანი მარშალ გელოვანის გამზირზე აშენდება და თბილისი თანამედროვე გეგმარების მქონე ახალ უბანს მიიღებს. მშენებლობის ხანგრძლივობა 5 წელია, რომელიც 4 ეტაპად წარიმართება.

დღეისათვის, კომპანია „m² დეველოპმენტის“ ანგარიშზე 10 დასრულებული და შესახლებული კომპლექსია.


ჩვენი მისია

m² გახდეს ცხოვრების უკეთესი ხარისხის შემქმნელი საქართველოში. ჩვენ მივისწრაფვით, რომ m² ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან. 


ჩვენი ხედვა

m² დამკვიდრდეს ისეთ დეველოპერულ კომპანიად, რომელიც  საქართველოში ნერგავს ხარისხიანი, კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ხელმისაწვდომს ხდის მას.


ჩვენი ფასეულობები

ჩვენთვის ფასეულია ის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისთვის, აქციონერებისა და ზოგადად, ურბანული განვითარებისთვის. 

m² საქართველოში ქმნის ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების ახალ სტანდარტებს. ჩვენ ვეძებთ ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის, როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. შემოქმედებითი მიდგომებით მუდმივად ვავითარებთ ახალ იდეებს. ინოვაციების დანერგვა შესაძლებლობას გვაძლევს ყოველთვის დავიცვათ მშენებლობის ვადები და განსაკუთრებულად ვიზრუნოთ ხარისხზე.

მშენებლობისას ვიყენებთ ისეთ ნოვატორულ სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი შენობების მდგრადობასა და ენერგოეფექტურობას. ინოვაციური მიდგომებით ვგეგმავთ გარემოს ისე, რომ თითოეული კვადრატული მეტრი ეფექტურად იყოს განაწილებული და მაქსიმალურად მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს. 


სრულად

კომპანიის პროექტები

აქციები და შეთავაზებები

ყველა აქცია
01.07.2020 - 31.12.2020

შეიძინე ბინა საბანკო სუბსიდირების პროგრამით

სუბსიდირების პროგრამა : 

შეიძინე გარემონტებული ბინა საბანკო სუბსიდირების პროგრამით m²-ის ახალ უბანში "m³ საბურთალო"



ისარგებლე შენზე მორგებული პირობებით:


4%-იანი შეღავათი იპოთეკურ სესხზე;

20 წლამდე განვადება 10% თანამონაწილეობით.


გააკეთე ყოველთვიური შენატანი:


სტუდიოს ტიპის ბინაზე - 762 ლარიდან

1 საძინებლიანი ბინაზე - 875 ლარიდან

2 საძინებლიანი ბინა - 1,667 ლარიდან


ბინაში დაგხვდებათ სამზარეულო ჩაშენებული ტექნიკით, სრულად მოწყობილი სველი წერტილები, ცენტრალური გათბობის სისტემა გათბობის ქვაბითა და რადიატორებით.


დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი - 2 444 111

უცხოეთიდან Viber | WhatsApp-ით +995 577 35 77 33

ყველა აქცია

გამოიწერე სიახლეები პროექტების შესახებ!