კომპანიის შესახებ

     m² უკვე 15 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

m²-ის აქციების 100%-იანი წილის მფლობელია საინვესტიციო კომპანია "საქართველოს კაპიტალი".

კომპანიის მიერ დასრულებულ 11 საცხოვრებელ კომპლექსში დღეს 3,000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ენერგო ეფექტურობა, მაღალი ხარისხის მშენებლობა, პროექტების თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ბინების ჩაბარების შემდგომი მომსახურება კომპლექსებში, m²-ის ბინებს საქართველოს ბაზარზე გამორჩეულს ხდის.

 

2019 წლიდან კომპანიამ დაიწყო უბნის ტიპის პროექტების განხორციელება. სწორედ ასეთი პროექტიასაბურთალო, რომელიც 2000 ოჯახზეა გათვლილი და პირველ მაცხოვრებლებს 2021 წლის ბოლოდან მიიღებს.


m²-ის დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსებია:

ჩუბინაშვილზე, m² იპოდრომთან, m² ყაზბეგზე, m² ნუცუბიძეზე, m² თამარაშვილზე, ოპტიმა ისანი, სქაილაინ რეზიდენსი, m² იპოდრომთან 2, m² ყაზბეგზე 2, m² ჭავჭავაძეზე, m² მელიქიშვილზე.

დღეისათვის კომპანია m²- აქვს ოთხი მიმდინარე პროექტი:

საბურთალო, m² მირცხულავაზე, m² ჭყონდიდელზე, m² ნუცუბიძეზე 2.

 

m² - იცხოვრე უკეთესად!


ჩვენი მისია

 გახდეს ცხოვრების უკეთესი ხარისხის შემქმნელი საქართველოში. ჩვენ მივისწრაფვით, რომ  ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან

 

ჩვენი ხედვა

 დამკვიდრდეს ისეთ დეველოპერულ კომპანიად, რომელიც  საქართველოში ნერგავს ხარისხიანი, კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ხელმისაწვდომს ხდის მას.

 

ჩვენი ფასეულობები

ჩვენთვის ფასეულია ის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისთვის, აქციონერებისა და ზოგადად, ურბანული განვითარებისთვის.

სრულად
ყველა აქცია

გამოიწერე სიახლეები პროექტების შესახებ!