კომპანიის შესახებ

● oda dezeen-ის გამოცდილება არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, განაპირობებს კლიენტების უზრუნველყოფას ინოვაციური დიზაინის გადაწყვეტილებებით, რომლებიც  ერთდროულად ფუნქციურიცაა და შემოქმედებითიც.  ამას წარმოაჩენს მრავალი განხორციელებული პროექტი
 
● მოხარულნი ვართ, წარმოგიდგინოთ ჩვენი პირველი დეველოპერული პროექტი oda  თბილისში, საბურთალოზე, ირაკლი გამრეკელის 35ა-ში!
პროექტი შექმნეს არქიტექტორებმა, კერძოდ კი, oda dezeen-ის გუნდმა,  რომლის იდეა დეველოპერულ ბაზარზე შემოსვლით იყო, არის და იქნება სწორი პროექტირება. 
ჩვენ გავითვალისწინეთ საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება პროექტირებაში!
ასევე დავაჯამეთ ყველა ტექნიკური უზუსტობა და სწორი გეგმარებითი განაწილებით შევქმენით ყველაზე რაციონალური არქიტექტურა, რომელიც თავიდანვე გათვლილია სწორი კომუნიკაციების გაყვანაზე, ჩაშენებული ავეჯის ზონირებაზე (კონკრეტულად: ნიშების სახით გეგმარებაში ) რათა შემდგომში მობინადრეს არ დასჭირდეს იმაზე ფიქრი, საძინებელში სად განათავსოს კარადა. ბინების ნახაზები დამუშავდა დეტალურად.   არის გათვალისწინებული ბლოკის სიგანე , ნალესი და კერამოგრანიტის ფილის სისქე, რათა მობინადრეს შემდგომ არ შეექმნას დისკომფორტი და მანამდე იცოდეს იმ ფართის ზუსტი გაბარიტული ზომები, სადაც სამომავლოდ ბედნიერად გაატარებს დროს. უამრავ დეტალზე ვიფიქრეთ, ვიზრუნეთ და შევქმენით მანამ, სანამ პროექტი თქვენ გადმოგეცით  გასაცნობად. 
ყველაზე განსხვავებული  ნაპერწკალი, კი რითაც სითბოთი, გამორჩეული და მართლაც ექსკლუზიური მიმდინარეობით დავიწყეთ საქმე, ესაა ბუხრები სახლებში!
ერთსადარბაზოიანი მყუდრო სახლი დიდი ლობით გათვლილია მობინადრეების  კონკრეტულ რაოდენობაზე. ეს არასოდეს არ მოგცემთ საშუალებას, რომ რომ ძალიან დიდი ორგანიზმის პატარა ნაწილაკად იგრძნოთ თავი .  
oda-ს კონცეფცია „სახლი - სახლში“ გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც ინდივიდუალურობას აფასებენ და იციან საკუთარი თავის ფასი.

სრულად

კომპანიის პროექტები

ყველა აქცია

გამოიწერე სიახლეები პროექტების შესახებ!