კომპანიის შესახებ

სამშენებლო დეველოპერული კომპანია „პრემიუმ ჯგუფი“ 2017 წელს დაფუძნდა. მისი მთავარი მიმართულება ტურისტულად საინტერესო დეველოპერული პროექტების განხორციელებაა. ამ მიზნით, კომპანიამ ბათუმის ახალ ბულვარში მრავალფუნქციური პრემიუმკლასის სასტუმრო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის – STEPS-ის მშენებლობა დაიწყო.


STEPS – ეს არის მრავალფუნქციური პრემიუმ კლასის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი სანაპირო ზოლის მიმდებარედ. კომპლექსი წარმოადგენს მსოფლიო დონის პროექტს, სადაც პრემიუმკლასის უძრავი ქონება თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან ერთიანდება.


კომპლექსი ფუნქციურად 27 სართულზეა განლაგებული.

პირველი მიწისზედა სართული მოიცავს: რესეფშენს, ლობის, რესტორანს და სასტუმრო ინფრასტრუქტურის ნაწილს.


მეორე სართული სრულად დაეთმობა ბიზნესცენტრს, საკონფერენციო დარბაზითა და კომერციული ფართებით, სხვადასხვა ტიპის ოფისებისათვის

.

მე-3 და მე-4 სართულებს მოიცავს სასტუმრო, რომლის ოპერირებას საერთაშორისო მენეჯმენტკომპანია უზრუნველყოფს.


STEPS-ი აპარტამენტების ფართო არჩევანს გთავაზობთ – ზღვის, ქალაქისა და მთის ხედებით, 24 კვადრატული მეტრიდან ზევით. მათ შორისაა: სტუდიოს ტიპის აპარტამენტი, ერთსაძინებლიანი, ორსაძინებლიანი, ტრაპეცია და პანორამული აპარტამენტები, რომელიც განთავსებულია მე-5 სართულიდან ზემოთ.


STEPS – ერთადერთი პროექტია ბათუმში, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია: ბოტანიკური ბაღი, შიდა გამწვანება და საბავშვო გასართობი მოედანი.


მესამე საერთულზე განთავსებული რეკრეაციული ზონა ბათუმის ბოტანიკური ბაღის მინიატურულ ვერსიას წარმოადგენს. საფეხმავლო ბილიკები, აუზი, ღია კაფეები, ლაუნჯ ზონები, დეკორატიული მცენარეები და ფანჩატურები დაუვიწყარ გარემოს ქმნიან, რომელიც ერთი ნახვით შეგიყვარდებათ.


უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები ითვალისწინებს: კვამლის დეტექტორებს საერთო სივრცეებსა და აპარტამენტებში, ავტონომიურ ლიფტებს ელექტროენერგიის წყვეტის შემთხვევაში, უსაფრთხო ოთახებს ჟანგბადის ავტომატური მიწოდებით.

სრულად

კომპანიის პროექტები

აქციები და შეთავაზებები

ყველა აქცია
10.09.2020 - 10.02.2022

ფასდაკლება პირველადი შენატანის შემთხვევაში

„პრემიუმ ჯგუფი“ გადახდის მოქნილ პირობებს გთავაზობთ: შიდა უპროცენტო განვადება 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით, პირველადი შენატანი აპარტამენტის ღირებულების 15%.

ფასდაკლება პირველადი შენატანის პროპორციულად:

პირველადი 30%- ფასდაკლება 2%

პირველადი 50%- ფასდაკლება 3%

პირველადი 70%- ფასდაკლება 4%

სრული გადახდა- ფასდაკლება 5%

ყველა აქცია

გამოიწერე სიახლეები პროექტების შესახებ!