კომპანიის შესახებ

Retro Construction-ი არის დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ადგილობრივი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეშვეობით 2017 წელს დაარსდა და საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე აქტიურად გეგმავს განვითარებას.

ჩვენ ვაშენებთ ახალი რეგულაციების შესაბამისად, რაც დაგეგმარებისა და მშენებლობის პროცესში გარკვეულ სიახლეებს გულისხმობს. კერძოდ, ვითვალისწინებთ ისეთ რეგულაციებს, რომლებიც, ძირითადად, მესამე და მეოთხე კლასის შენობებს ეხება.

გამკაცრებულია უსაფრთხოების ნორმები, როგორც პროექტირების ეტაპზე, ასევე შენობის ექსპლუტაციაში მიღების შემდგომ აღნიშნული ნორმების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად. კომპანია Retro Construction-ი პროფესიონალთა გუნდია. ჩვენ ვზრუნავთ თქვენ უსაფრთხოებასა და კომფორტზე და მხოლოდ ევროპული სტანდარტების შესაბამისად ვაშენებთ. მშენებლობა ხორციელდება ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური და უმაღლესი ხარისხის ცეცხლგამძლე მასალებით.ჩვენი მისიაა, ავაშენოთ არა მხოლოდ საცხოვრებელი სახლი, არამედ ადგილი, სადაც ნებისმიერი ოჯახი თავს იგრძნობს კომფორტულად და რაც მთავარია, უსაფრთხოდ.

ჩვენი მიზანია, საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე გავხდეთ ერთ-ერთი ლიდერი ხარისხის თვალსაზრისით, მოვიპოვოთ ხალხის ნდობა და მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები.


სრულად

კომპანიის პროექტები

ყველა აქცია

გამოიწერე სიახლეები პროექტების შესახებ!