კომპანიის შესახებ


ტრიდეს“ პირველ წარმატებულ პროექტს ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების მრავალსართულიანი სახლი წარმოადგენს. ამ პირველი პროექტითვე შეძლო „ტრიდემ“ მომხმარებლის ნდობის მოპოვება, რადგან ხარისხიანი მშენებლობის გარდა, მოსახლეობამ შეძენილი ბინები დაპირებულ ვადებში ჩაიბარა, რაც ქვეყნაში სამშენებლო სექტორის ერთერთი ყველაზე დიდი და სერიოზული პრობლემაა. 2010 წელს „ტრიდემ“ მომდევნო, გაცილებით ფართომასშტაბიან პროექტის საცხოვრებელი კომპლექსი „დიღმის პარკის“ მშენებლობა დაიწყო. კომპლექსის სამშენებლო მოედანი თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, დიღმის ტყე-პარკის მომდებარედ 33 500 კვ. მეტრ ტერიტორიას მოიცავს, საიდანაც მშენებლობის დასრულების შემდეგ 28 800 კვ. მეტრი გამწვანებულ ზონად დარჩება. 2-3 წელიწადში „დიღმის პარკი“ იქნება თბილსის ერთი დამოუკიდებელი, ევროსტანდარტების საცხოვრებელი „მწვანე კვარტალი“, სადაც 1 000-ზე მეტი ოჯახი იცხოვრებს, რომელთაც საკუთარი ინფრასტრუქტურული დაწესებულებები მოემსახურება. უკვე წლებია "ტრიდეს" გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალებით. სადღეისოდ კომპანიას 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, თანამშრომლობს 10-ზე მეტ კონტრაქტორ კომპანიასთან. "ტრიდეს" აქვს მყარი ფინანსური მდგომარეობა, რაც მშენებლობის დათქმულ ვადებში ჩაბარებას უზრუნველყოფს. „ტრიდეს“ უახლოესი გეგმები „დიღმის პარკით“ არ ამოიწურება. დაგეგმილია სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ბაკურიანში და საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა თბილისის სხვადასხვა უბნებში. 


სრულად

კომპანიის პროექტები

ყველა აქცია

გამოიწერე სიახლეები პროექტების შესახებ!